დღის თემა
etaloni.ge
რა შემთხვევაში შეუძლია სკოლამდელ დაწესებულებას აღსაზრდელის გარიცხვა და რა ითვლება საპატიო მიზეზად - ახალი დადგენილება
30.08.2023

საბავშვო ბაღის აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის წესი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მიმდინარე წლის 30 ივნისის დადგენილებაშია გაწერილი.  

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით:

► სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება წარმოებულ დოკუმენტაციასთან ერთად, - დასწრების ჟურნალი, მენიუ-ფაქტურა და სხვა, - ელექტრონულ სისტემაში, ყოველი სამუშაო დღის 12 საათამდე უზრუნველყოფს აღსაზრდელთა სახელობითი დასწრების შესახებ ინფორმაციის განთავსებას.

► აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში, 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა, წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს, ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად მე-10 დღის ან მე-15 დღის 18 საათიდან, რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.

►  სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

► სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის განაწესს.

► განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ ბავშვზე შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულია ცნობა/რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6 წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ, აღსაზრდელის მშობლის მოთხოვნით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში შესაძლებელია დატოვებული იქნას ასეთი საჭიროების (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) აღსაზრდელი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ან/და საჯარო სკოლებში მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე (ერთი კალენდარული წელი).

► ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია, აღსაზრდელის ამორიცხვის თაობაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება -ბრძანება.

► დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

► რეგისტრაციის შეჩერებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, წარმოდგენილი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ხორციელდება რეგისტრაციის აღდგენა.

► შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა წარმოებს არსებული ანკეტის გააქტიურებით, ხოლო, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, იმავე ან სხვა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურების მისაღებად, საჭიროა ახალი რეგისტრაცია შესაბამისი წესით.

► აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვის და ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

► განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელის მოქმედებამ შესაძლებელია სხვა აღსაზრდელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი, დირექტორი ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, აღსაზრდელების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

► გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

ა) აღსაზრდელის ან აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;

ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;

გ) სტიქიური უბედურება ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია, მათ შორის პანდემია.

► გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი.

► აქ განსაზღვრული ვადების გასვლამდე, საპატიო გაცდენის დამადასტურებელი დოკუმენტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში წარდგენის შემთხვევაში, არ ხდება რეგისტრაციის შეჩერება.

იხილეთ ასევე:

რა შემთხვევაში შეგიძლიათ 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დარეგისტრირება

ბაღის აღმზრდელები ნახევარ განაკვეთზე გადაჰყავთ - „530 ლარი გვქონდა ხელფასი და ახლა 250 ლარი გვექნება, როგორ ვიცხოვროთ?“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი