საბავშვო ბაღის თანამშრომლების ვალდებულებაა, პოზიტიურად იურთიერთონ თითოეული ბავშვის ოჯახთან, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტში.
ამ სტანდარტის ინდიკატორებია:
► დაწესებულების თანამშრომლები პატივისცემით ურთიერთობენ თითოეული ბავშვის ოჯახთან;
► დაწესებულების თანამშრომლები თანაბრად კეთილგანწყობილნი არიან ნებისმიერ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობისას, განურჩევლად მათი ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებულობისა: სქესი, რასა, ასაკი, რელიგია, ენა, კულტურა, ოჯახის შემადგენლობა, სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა;
► თითოეული ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი თავს გრძნობს აღიარებულად და დაფასებულად;
► დაწესებულების თანამშრომლები ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებენ ბავშვის ოჯახის წევრებთან.
► დაწესებულება ხელს უწყობს ენობრივი უმცირესობის წარმომადგენელ ოჯახებს დაწესებულებაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ.
იხილეთ ასევე:
რაში უნდა შეუწყონ ხელი საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ერთმანეთს - ჩანაწერი სტანდარტში
რას გულისხმობს ოკუპაციური თერაპევტი და რა ფუნქციები ეკისრება მას საბავშვო ბაღში