გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა, ნატა რუაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც აღნიშნული გაერთიანება იუწყება, შეხვედრაზე გაერთიანების დირექტორმა ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ბოლოს, ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს გადაეცა სახელმძღვანელოები - ადრეული განათლების კურიკულუმის, „თამაშის“, პირველი და მეორე ნაწილი და „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
რაში უნდა შეუწყონ ხელი საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ერთმანეთს - ჩანაწერი სტანდარტში
„მშობლებმა ინდივიდუალურად უნდა გამონახონ ბავშვების სხვა ბაგა-ბაღებში გადაყვანის გზები“ - სკოლამდელი დაწესებულება სტანდარტის მოთხოვნებს არ შეესაბამება