სკოლამდელი დაწესებულების პერსონალს შორის ურთიერთობა უნდა იყოს თანამშრომლობითი ხასიათის და ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტში.
აღნიშული სტანდარტის ინდიკატორები:
► დაწესებულების თანამშრომლები გამოხატავენ პატივისცემას ერთმანეთის მიმართ;
► დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის დამოკიდებულება ურთიერთთანამშრომლობითია;
► დაწესებულების თანამშრომლები მხარს უჭერენ ერთმანეთს პოზიტიური ინიციატივების განხორციელებაში;
► დაწესებულების თანამშრომლები უზიარებენ ერთმანეთს იდეებს, გამოცდილებას, რჩევებს, ეხმარებიან ერთმანეთს.
იხილეთ ასევე: