გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო - სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაციას გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება ავრცელებს.
გურჯაანის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 22 აგვისტოდან უკვე მიმდინარეობს, შესაბამისად, ბავშვების მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ, პატარას დასარეგისტრირებლად სასურველ ბაგა-ბაღს მიაკითხონ.
აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის საჭიროა:
► დაბადების მოწმობის ასლი
► მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები
► ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100
► ორი ცალი ფოტოსურათი ¾-ზე
► ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან
► განცხადება, რომელსაც ადგილზე შეავსებთ სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღში
სერვისის გასაუმჯობესებლად, გაერთიანებამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერების ტელეფონის ნომრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
იხილეთ ასევე: