ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება იტყობინება, რომ მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში 2023-2024 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება 18 სექტემბერს.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.
შერჩეულ საბავშვო ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
► ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ასლი) ნოტარიულად დამოწმებული;
► 2 სურათი ¾-ზე;
► ჯანმრთელობის ცნობა;
► მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
იხილეთ ასევე: