ზუგდიდის სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც 2023-2024 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღში ჩასარიცხ აღსაზრდელთა მშობლებს აფრთხილებს.
„გთხოვთ სასწრაფოდ წარმოადგინოთ 2023-2024 სასწავლო წლისათვის სსდმ ცენტრის ვებგვერდზე, - zugdidikids.ge, განთავსებულ ელექტრონულ პორტალში რეგისტრირებული აღსაზრდელების პირადი საქმე შემდეგი ჩამონათვალით:
► დაბადების მოწმობა
► ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
► 2 ფოტო. ზომა - ¾-ზე
► მშობლების პირადობის მოწმობის ასლები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.
გაითვალისწინეთ - პირადი საქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, აღსაზრდელს შეუჩერდება რეგისტრაცია და ამოირიცხება პორტალიდან.
განმარტება: აღსაზრდელის ს/ბაღში მიღების უზრუნველყოფა ხდება აღსაზრდელის ჩარიცხვის შესახებ სსდმ ცენტრის დირექტორის ბრძანებით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ასევე:
ახალი სააღმზრდელო წელი 11 სექტემბერს დაიწყება - მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება