როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იტყობინება, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების პროცესი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია 1007 დაწესებულების თვითშეფასება. დარჩენილი საბავშვო ბაღები თვითშეფასების შევსებას სექტემბრიდან განაახლებენ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინფოგრაფიკში
სკოლამდელი დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. დაწესებულების მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან და დაწესებულების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თვითშეფასების პროცესისთვის კითხვარები მზად აქვს სამ ენაზე - ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე და ამოქმედებულია თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა.
თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა ამოქმედდა
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 31 მარტს დასრულდა.
სულ დარეგისტრირდა 2027 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - 1704 საჯარო და 323 კერძო.
იხილეთ ასევე:
„ბაღის აღმზრდელებს აღარ ვუყურებთ, როგორც დაქირავებულ პერსონალს, მათ მხრებზე დგას კურიკულუმი“
საბავშვო ბაღების დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული სპეციალისტები გაანაწილეს