დღის თემა
etaloni.ge
ინდივიდუალური ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები საბავშვო ბაღში - აღმზრდელების ინფორმირება, სტრატეგიების შესაბამისად მოქმედება...
22.08.2023

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები საჭიროებენ ინდივიდუალურ ასისტენტს.

ინდივიდუალურ ასისტენტს უნდა ჰქონდეს სპეციალური პედაგოგის განათლება.

ინდივიდუალური ასისტენტის სამუშაო აღწერილობა ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევშია გაწერილი.

ინდივიდუალური ასისტენტის ფუნქციები

► ბავშვის თანხლება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესში და მისი აქტივობებში ჩართულობის უზრუნველყოფა მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ განსაზღვრული სტრატეგიების შესაბამისად;

► ბავშვის ასისტირება ბაღის გარემოში მიმდინარე აქტივობების შესრულების პროცესში - ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების (ჩაცმა, დაბანა, ტუალეტის მომხარება, ჭამა) შესრულებისას, თანატოლებთან კომუნიკაციისას, მობილობისას, საგანმანათლებლო, გასართობი აქტივობების შესრულებისას;

► ბავშვის უსაფრთოხებაზე ზრუნვა;

► ბავშვის მხარდაჭერა აღმზრდელ-პედაგოგის და სხვა სპეციალისტების მიერ განსაზღვრულ საკითხებზე, აქტივობებში;

► აღმზრდელ-პედაგოგების ინფორმირება ბავშვთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე.

იხილეთ ასევე:

ფსიქოლოგის ფუნქციები საბავშვო ბაღში - ბავშვის ფუნქციონირების სფეროების შეფასება, აღმზრდელის მხარდაჭერა...

რას გულისხმობს ოკუპაციური თერაპევტი და რა ფუნქციები ეკისრება მას საბავშვო ბაღში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი