დღის თემა
etaloni.ge
„როგორც სარკე ირეკლავს ადამიანის გამოსახულებას, ისე უნდა გაიმეოროთ პატარას მოსაზრებები“ - რას ნიშნავს ბავშვის მოსმენა
16.08.2023

ბავშვებს უნდა მოვუსმინოთ, მოსმენა ნიშნავს იმაზე ყურადღების კარგად მიქცევას, თუ რას ამბობს ბავშვი - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პუბლიკაციაში „პოზიტიური მშობლობა“.

მოსმენა მნიშვნელოვანია შესაბამისი პასუხის გასაცემად. როდესაც ბავშვს ყურადღებით უსმენ, შენ მას აგრძნობინებ, რომ მისი ნათქვამი შენთვის მნიშვნელოვანია და ეს მისთვის კარგი მიზეზია დიალოგის გასაგრძელებლად.

აქტიური მოსმენა ნიშნავს, რომ ბავშვს არ ვაწყვეტინებთ და ჩვენ თვითონ არ ვვარაუდობთ, რის თქმა უნდა ბავშვს, სანამ ის საუბარს დაასრულებს. მშობელს ზოგჯერ იმდენად სურს თავისი შეხედულებები და მოსაზრებები გაუზიაროს ბავშვს საუბრის დროს, რომ თავად მას საკმარისად არ აძლევს შესაძლებლობას ბოლომდე ისაუბროს.

აქტიური მოსმენა პოზიტიური კომუნიკაციის ერთ-ერთი ტექნიკაა. მოსმენისას მშობელი არ აწყვეტინებს ბავშვს საუბარს, არ აჩქარებს, არ არის დაკავებული პარალელურად სხვა საქმიანობით, არ უბრუნებს მზა პასუხებს. არამედ, უსმენს როცა ბავშვი საუბრობს, აზუსტებს რამდენად სწორად გაიგო ბავშვის ნათქვამი და თავად აფიქრებს ბავშვს.

აქტიური მოსმენა არ გულისხმობს იმას, რომ მშობელი უბრალოდ ჩუმადაა და ბავშვის უყურებს, აცდის საუბარს. აქტიური მოსმენისას, მშობელი სვამს ისეთ კითხვებს, რომელიც ბავშვს დაეხმარება კიდევ უფრო მეტი იფიქროს იმაზე, რაზეც საუბრობს. მაგალითად, დაუსვით შეკითხვები: შენ როგორ ფიქრობ? რატომ ფიქრობ ასე? როგორ გგონია? რა მოხდება, თუ...?

არეკვლა

ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც მშობელს ეხმარება აჩვენოს ბავშვს, რომ დაინტერესებულია მისი საუბრის მოსმენით, არის არეკვლა. როგორც სარკე ირეკლავს ადამიანის გამოსახულებას, სწორედ ამგვარად, მშობელი მისი შვილის მოსაზრებებს, ფიქრებს ხელახლა იმეორებს, თუმცა განსხვავებული სიტყვებით.

იხილეთ ასევე:

გაზარდეთ ბავშვში თავისუფლებისა და კონტროლის განცდა, რის ხარჯზეც ის თქვენთან ითანამშრომლებს

„ნუ მომიყვებით თეორიებს ადრეული ასაკიდანვე შრომის მიჩვევასა და მის სიკეთეებზე“ - ნინო თარხნიშვილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი