დღის თემა
etaloni.ge
ბაღის რომელი ჯგუფებზე არ ვრცელდება კანონი, რომელშიც აღსაზრდელთა მაქსიმალური ოდენობაა დადგენილი - საკრებულოს გადაწყვეტილება
16.08.2023

თბილისის საკრებულომ, ივნისის თვეში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცა, რომელშიც საუბარია ასევე ბაღის ჯგუფების დაკომპლექტებაზე და მათში ბავშვების ჩარიცხვის რაოდენობაზე.

აღნიშნული დადგენილების მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში მონაწილე პერსონალთან შეთანხმებით, მათ შორის სასკოლო მზაობის ჯგუფებს, ასაკის გათვალისწინებით, აკომპლექტებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ჯგუფები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;

ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;

გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.

სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე. ამ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა განისაზღვრება 30 ბავშვით.

იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობა აჭარბებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში არსებული ადგილების მაქსიმალურ რაოდენობას, მომსახურების მიღების მსურველთა რაოდენობის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ფიზიკური გარემოსა და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობით მიმართვის საფუძველზე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ჯგუფში ან ჯგუფებში, უკვე დადგენილი აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდა. აღნიშნულ შემთხვევაში, აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ დგება დასაბუთებული მოთხოვნა, რასაც დაერთვება საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმი კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში ზუსტი რაოდენობის მითითებით.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული წესი არ ვრცელდება ამ დადგენილებამდე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ და ჩარიცხულ აღსაზრდელებზე მიუხედავად ბაგის და ბაღის ჯგუფებში მათი რაოდენობისა.

იხილეთ ასევე:

„საბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის აღმზრდელ–პედაგოგი და აღმზრდელის თანაშემწე“ - კურიკულუმი და ბავშვთა რაოდენობა

რა ევალება სპეციალურ პედაგოგს სკოლამდელ დაწესებულებაში - „სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება გუნდთან“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი