დღის თემა
etaloni.ge
როგორ ვასწავლოთ პატარებს კაკლების საშუალებით ანგარიში - მხიარული ვიდეოგაკვეთილი და ბაბუა-შვილიშვილის ცეკვა
16.08.2023

„ადამიანის მთავარი საქმიანობა მომავალი თაობის აღზრდაა“, - ამბობს „ეტალონის“, „იზრუნეს“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებელი, გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც, სწორედ რომ მომავალ თაობაზე ზრუნვას მიუძღვნა მრავალი წელი და მათთვის უნიკალური წიგნი-რვეული, - „პირველკლასელთა აკადემია“, შექმნა.  

„ეს ჩვენი ოჯახისგან თქვენი ოჯახებისთვის შექმნილი განსაკუთრებული საჩუქარია“ - წიგნი, რომელიც პირველკლასელებს სჭირდებათ

გოჩა ტყეშელაშვილმა, რომელიც ამავდროულად სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ, „პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით, ვიდეოგაკვეთილები შვილიშვილთან, ალექსანდრე კახიანთან ერთად ჩაწერა. როგორც მოგეხსენებათ, ეს დიდებული წიგნი სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც ალექსანდრე პირველი კლასის მოსწავლე იყო, ქვეყანაში კი პანდემია მძვინვარებდა. „პირველკლასელთა აკადემია", მოგვიანებით, ბავშვებისა და მათი მშობლების სამაგიდო წიგნად იქცა.

„ამ წიგნით ვასწავლე ჩემს შვილს თამაშით ბგერების გამოთქმა, მეტობა და ნაკლებობა“ - მშობელი „პირველკლასელთა აკადემიაზე“

მე-9 ვიდეოგაკვეთილში, გოჩა ტყეშელაშვილი ხსნის, როგორ ასწავლოთ თქვენს შვილებს ერთი გრძელი სიტყვისგან რამდენიმე სხვა პატარა სიტყვის შედგენა. მაგალითად, რამდენი სიტყვა შეიძლება გამოიყვანოთ „ადამიანი“-დან და ა.შ.

„ეცადეთ, თქვენს პირველკლასელ შვილთან ერთად, რაც შეიძლება მეტი პატარა სიტყვა შეადგინოთ, რაც პატარების გონების გავარჯიშებაში დაეხმარება“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი.

მხიარულ ვიდეოგაკვეთილში წიგნის ავტორი კაკლების დახმარებით ცდილობს, შვილიშვილს დათვლა და ანგარიში ასწავლოს. ეს მეთოდი კი სხვა მშობლებს და მათ პატარებსაც უსათუოდ დაეხმარება.

აქვე იმასაც გაიგებთ, როგორ ავუხსნათ ბავშვებს მარტივად, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ბოლოს კი, შეგიძლიათ, ისე იცეკვოთ, როგორც ამ ვიდეოგაკვეთილში პატარა ალექსანდრე და ბაბუა გოჩა ცეკვავენ.

ვიდეოგაკვეთილი N9:

იხილეთ ასევე:

ენის გასატეხები, რომელიც ბავშვებს ასო „ჭ“-ს სწორად გამოთქმაში დაეხმარება - მხიარული ვიდეოგაკვეთილი 

როგორ შევამოწმოთ, უსაფრთხოა თუ არა საზამთრო - საზაფხულო ხილის სიკეთე და საფრთხე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი