საბავშვო ბაღში უნდა არსებობდეს ოკუპაციური თერაპევტის შტატი. ოკუპაციური თერაპია გულისხმობს მუშაობის, თვითმოვლისა და თამაშის აქტივობების განვითარებას, ყოველდღიურად საჭირო ჩვევების გამომუშავებას, რათა გაიზარდოს პიროვნების დამოუკიდებლობა, მისი ცხოვრების ხარისხი, უკეთ იგრძნოს თავი გარემოში და მაქსიმალურად გაუთანაბრდეს საზოგადოების სხვა წევრებს.
ოკუპაციური თერაპევტის ფუნქციები ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევშია გაწერილი.
► ბავშვის ფუნქციონირების სფეროების და სხვა სირთულეების პირველადი იდენტიფიცირება; ბავშვის ფუნქციონირების სფეროები გულისხმობს მობილობას, კოორდინაციას, ნატიფ-მოტორული აქტივობების შესრულებას, ყოველდღიური აქტივობების, - ჭამა, დაბანა, ჩაცმა, ტუალეტი, თამაში, - შესრულებას.
► ბავშვის ფუნქციონირების სფეროების შეფასება შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით და აღწერა;
► ბავშვის საჭიროებებთან მიმართებაში გარემოს მისაწვდომობის შეფასება და მოწყობა გარემოსთან ინტერაქციის გაიოლების მიზნით;
► რეკომენდაციების უზრუნველყოფა მშობლისთვის, აღმზრდელ-პედაგოგისთვის, სხვა სპეციალისტებისთვის გარემოს მოწყობის და მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
► ბავშვის ფუნქციონირების სფეროების განვითრებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება მულტიდისციპლინურ გუნდთან;
► ბავშვის ფუნქციონირების სფეროების განვითარება-გაუმჯობესებისთვის აქტივობების განსაზღვრა, ორგანიზება - მასალის შემუშავება, ინსტრუქციის ჩამოყალიბება;
► ბავშვთან ერთი-ერთზე ან ჯგუფში, მათ შორის მცირე ჯგუფში, მუშაობა ფუნქციონირების სფეროების, - მობილობა, კოორდინაცია, ნატიფ-მოტორული აქტივობების შესრულება, ყოველდღიური აქტივობების, - ჭამა, დაბანა, ჩაცმა, ტუალეტი, თამაში და სხვა, - გაუმჯობესებისთვის;
► აღმზრდელ-პედაგოგის და მშობლის კონსულტირება ბავშვის ფუნქციონირების სფეროების გაძლიერების საკითებზე, შესაბამისი სტრატეგიების/აქტივობების გამოყენებაზე;
► აღმზრდელ-პედაგოგის ჯგუფში მხარდაჭერა ბავშვის ფუნქციონირების სფეროების და აქტივობების შეთავაზების/ორგანიზების/გამოყენების პროცესში;
► მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრებთან ერთად ბავშვის ოჯახიდან ბაღში და ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის ხელშეწყობა;
► თანამშრომლობა ბავშვის განვითარების მხარდამჭერ უწყებებთან - ადრეული განვითარების სპეციალისტებთან.
იხილეთ ასევე:
„ბაღის აღმზრდელებს აღარ ვუყურებთ, როგორც დაქირავებულ პერსონალს, მათ მხრებზე დგას კურიკულუმი“