მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მოვალეობები ბავშვის აღზრდის სფეროში - ასეთი მუხლი არსებობს ბავშვის უფლებათა კოდექსში, სადაც გაწერილია მშობლებისა და ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი სხვა პირების მოვალეობები.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია, აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია, ბავშვი ისე აღზარდოს, რომ თავისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად:
მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მონაწილეობით განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელიც ადგენს ბავშვის სასწავლო და სხვა პროცესებში მონაწილეობისა და მის მიერ თავისუფალი დროის გამოყენების თანამიმდევრობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ბავშვის მიმართ უნდა იყენებდნენ აღმზრდელობით ღონისძიებებს, მათ შორის, არიდებდნენ მას ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.
მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მიმართ გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია.
მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია, მესამე პირის მიერ ბავშვის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული მხარდაჭერის ღონისძიების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.
იხილეთ ასევე:
რა ევალება საბავშვო ბაღში მეტყველების თერაპევტს - „აქტივობის შეთავაზება აღმზრდელ-პედაგოგისთვის“
რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება