დღის თემა
etaloni.ge
ენის გასატეხები, რომელიც ბავშვებს ასო „ჭ“-ს სწორად გამოთქმაში დაეხმარება - მხიარული ვიდეოგაკვეთილი
16.08.2023

„სახლში მასწავლებლობანა ითამაშეთ. ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ მასწავლებლები და ოჯახის წევრები „ჭ“-ს და „ხ“-ს წარმოთქმაში ავარჯიშეთ... აიღეთ რომელიმე საბავშვო წიგნი, სტაფილოსფერი ფლომასტერი და ყველგან, სადაც მოძებნით „ჯ“-ს და „ჰ“-ს, სტაფილოსფრად გააფერადეთ ან შემოხაზეთ“, - ვკითხულობთ უნიკალურ წიგნ-რვეულში „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბაბუამ, გოჩა ტყეშელაშვილმა შვილიშვილისთვის, ალექსანდრე კახიანისთვის შექმნა.

„სწავლაზე შეყვარებული ჩემი შვილიშვილის დანახვისას, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებზე დარდი მომეძალა“ – როგორ ვითამაშოთ მასწავლებლობანა

„პირველკლასელთა აკადემია“ პრიალა, ფერად ფურცლებზე დაბეჭდილი წიგნია, რომელიც მშობლებსაც და ბავშვებსაც ეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სკოლასთან და ანბანთან შეხვედრა ჰქვია.

„პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით, მთავარი წინაპირობა პატარას აღზრდა–განათლების პროცესში ბავშვის მზრუნველი მშობლების და ოჯახის სხვა უფროსი წევრების სისტემური და მხიარული ჩართულობაა.

გაინტერესებთ, როგორ შევაყვაროთ პატარებს ერთ-ერთი რთულად წარმოსათქმელი თუ დასაწერი ასო „ჭ“? ამისთვის უყურეთ ვიდეოგაკვეთილს, რომელიც გოჩა ტყეშელაშვილმა საყვარელ შვილიშვილთან ერთად ჩაწერა. მანამდე კი ბავშვებს ასწავლეთ გამოთქმები, სადაც ეს უცნაური ასო უხვად ფიგურირებს:

► ჭანჭურთან ჭრელ-ჭრულ ჭურჭელში ჭრიჭინობელა ჭრიჭინებს;

► ჯაგა-ჯუგით ჯაგებს შორის, მოჯაგუნობს ჯადოქარი.

ვიდეოგაკვეთილი N8:

იხილეთ ასევე:

„ეს ჩვენი ოჯახისგან თქვენი ოჯახებისთვის შექმნილი განსაკუთრებული საჩუქარია“ - წიგნი, რომელიც პირველკლასელებს სჭირდება

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი, სანამ კითხვას ისწავლის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი