დღის თემა
etaloni.ge
ფსიქოლოგის ფუნქციები საბავშვო ბაღში - ბავშვის ფუნქციონირების სფეროების შეფასება, აღმზრდელის მხარდაჭერა...
16.08.2023

საბავშვო ბაღში აუცილებელია, არსებობდეს ფსიქოლოგის შტატი.

რა ევალება ფსიქოლოგს სკოლამდელ დაწესებულებაში, ამის შესახებ დეტალები  ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევშია გაწერილი.

ფსიქოლოგის სამუშაო აღწერილობა

► ბავშვის განვითარების სფეროებში, - კოგნიტური უნარები, ქცევით-ემოციური რეგულაცია, პრობლემის გადაჭრა, ნებელობა და სხვა, - სირთულეების პირველადი იდენტიფიცირება;

► ბავშვის ფუნქციონირების სფეროების შეფასება შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით და აღწერა;

► ბავშვის ფუნქციონირების სფეროების განვითრებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება მულტიდისციპლინურ გუნდთან;

► ბავშვის ფუნქციონირების სფეროების განვითარება-გაუმჯობესებისთვის აქტივობების განსაზღვრა, ორგანიზება - მასალის შემუშავება, ინსტრუქციის ჩამოყალიბება;

► ბავშვთან ერთი-ერთზე ან ჯგუფში, მათ შორის მცირე ჯგუფში, მუშაობა ფუნქციონირების სფეროების გაუმჯობესებისთვის;

► აღმზრდელ-პედაგოგის და მშობლის კონსულტირება ბავშვის ფუნქციონირების სფეროების გაძლიერების საკითებზე, შესაბამისი სტრატეგიების/აქტივობების გამოყენებაზე;

► აღმზრდელ-პედაგოგის ჯგუფში მხარდაჭერა ბავშვის ფუნქციონირების სფეროების და აქტივობების შეთავაზების/ორგანიზების/გამოყენების პროცესში;

► მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრებთან ერთად ბავშვის ბაღში და ბაღიდან ტრანზიციის ხელშეწყობა;

► თანამშრომლობა ბავშვის განვითარების მხარდამჭერ უწყებებთან -  ადრეული განვითარების სპეციალისტებთან.

იხილეთ ასევე:

რა ევალება საბავშვო ბაღში მეტყველების თერაპევტს - „აქტივობის შეთავაზება აღმზრდელ-პედაგოგისთვის“

„ტრენინგები, სემინარები, აღმზრდელებისა და მშობლების კეთილსინდისიერ თანამონაწილეობაზე ზრუნვა“ - ბაღებში ახალი პროექტი დაიწყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი