დღის თემა
etaloni.ge
„ტრენინგები, სემინარები, აღმზრდელებისა და მშობლების კეთილსინდისიერ თანამონაწილეობაზე ზრუნვა“ - ბაღებში ახალი პროექტი დაიწყო
16.08.2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ინფორმაცით, ადგილობრივ საბავშვო ბაღებში, ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს, რომლის სახელწოდებაც გახლავთ „სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისის მონაწილეობითი მონიტორინგი“.

პროექტი გულისხმობს აქტიურ თანამშრომლობას  სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებისა და მშობლების ჩართულობის პრაქტიკაში დანერგვისათვის, ასევე, ბავშვების განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.

პროექტის ფარგლებში 3 საბავშვო ბაღი ჩაერთო, - ბოლნისის N2, ბოლნისის N4 და სოფელ რატევანის.

მხარეთა ვალდებულებებია ერთი მხრივ, უზრუნველყონ „კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლების შეხვედრები ბაღის პედაგოგებთან და მშობლებთან, იზრუნონ მშობლებისა და პედაგოგების კეთილსინდისიერ თანამონაწილეობაზე პროექტის საქმიანობაში და მეორე მხრივ, მოაწყონ ტრენინგები და სემინარები მშობლებისა და პედაგოგებისთვის, მიაწოდონ მათ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მასალები, მოამზადონ წინადადებები საკონსულტაციო საბჭოებში მშობელთა არჩევნებისთვის და ხელი შეუწყონ არჩევნების პროცესს. ასევე, მოამზადონ მშობელთა მონიტორინგის კითხვარი, მოამზადონ ასევე მშობლები და ხელი შეუწყონ მონიტორინგის ჩატარებას, მოამზადონ მონიტორინგის კვლევის შედეგები, რეკომენდაციები და გაუზიარონ ის ბაღების გაერთიანებას.

პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები უკვე შედგა პროექტში ჩართულ სამივე საბავშვო ბაღის მშობლებთან და პედაგოგებთან.

იხილეთ ასევე:

„თუ ბაღმა გაუაზრებლად განსაზღვრა პრინციპი, რომელიც მიმზიდველად ჟღერს, დაწესებულების საქმიანობით დაინტერესებული პირი იგრძნობს იმედგაცრუებას“

რა ევალება საბავშვო ბაღში მეტყველების თერაპევტს - „აქტივობის შეთავაზება აღმზრდელ-პედაგოგისთვის“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი