ამ ცხელ ზაფხულში, როდესაც საფრთხე მწერებისგან მოდის, რასაც გარკვეული დაავადებების გამოწვევაც შეუძლია, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა შევძლოთ და დავიცვათ ბავშვები მწერებისგან.
► შეზღუდეთ გარე აქტივობა გამთენიისას და საღამოს, განსაკუთრებით - მაღალტენიან გარემოში;
► მოერიდეთ შუქის ანთებას ღია ფანჯრებში;
► დააშრეთ გუბურები სახლის გარშემო, რადგან დამდგარი წყალი მწერის გამრავლებას უწყობს ხელს;
► ფანჯრებსა და კარებზე გამოიყენეთ მწერებისგან დამცავი ბადეები;
► გამოიყენეთ DEET-ის შემცველი ხსნარი. ის მწერის ნაკბენისგან დაცვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია პროდუქტში, მით ხანგრძლივია დაცვითი ეფექტი.
გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი მწერებთან საბრძოლველი საშუალებები, ვინაიდან ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.
იხილეთ ასევე:
როგორ შევამოწმოთ, უსაფრთხოა თუ არა საზამთრო - საზაფხულო ხილის სიკეთე და საფრთხე