ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იტყობინება, რომ ადგილობრივ საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დაიწყება.
სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღში დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, უნდა მიმართონ რეგისტრირებულ საბავშვო ბაღს და წარადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნუსხა:
► ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
► ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
► პროფილაქტიკური აცრების ბარათი - ან ექიმის დასკვნა ბავშვთა კოლექტივში დაშვების თაობაზე
►ორი ფოტოსურათი (3X4)
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში, უნდა წარადგინოთ ასევე ფორმა N100 ან ფორმა N50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღის ჩართულობის თაობაზე, მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და ცნობა რეგისტრაციის ადგილიდან იუსტიციის სახლიდან.
როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, თუ მითითებულ პერიოდში ბაღში არ წარადგენთ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ბავშვი მოიხსნება რეგისტრაციიდან და აღარ ჩაირიცხება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 28 საჯარო საბავშვო ბაღია.
იხილეთ ასევე: