დღის თემა
etaloni.ge
რა ევალება საბავშვო ბაღში მეტყველების თერაპევტს - „აქტივობის შეთავაზება აღმზრდელ-პედაგოგისთვის“
15.08.2023

საბავშვო ბაღში უნდა იყოს ენისა და მეტყველების თერაპევტი.

რა შედის ამ პოზიციაზე მომუშავე პერსონალის ფუნქციებში, დეტალები ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევშია გაწერილი.

ენისა და მეტყველების თერაპევტის სამუშაო აღწერილობა

► ბავშვის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეების პირველადი იდენტიფიცირება;

► კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების უნარის შეფასება და აღწერა შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების უნარების განვითრებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება მშობელთან და მულტიდისციპლინურ გუნდთან, მათ შორის, რეფერირება შესაბამის სპეციალისტთან;

► კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განმავითარებელი აქტივობების განსაზღვრა, ორგანიზება - მასალის შემუშავება, ინსტრუქციის ჩამოყალიბება;

► ბავშვთან ერთი-ერთზე ან ჯგუფში, მათ შორის მცირე ჯგუფში, მუშაობა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების უნარის გაუმჯობესებისთვის;

► აღმზრდელ-პედაგოგის და მშობლის კონსულტირება ბავშვის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების უნარების გაძლიერების საკითხებზე, შესაბამისი სტრატეგიების/ აქტივობების გამოყენებაზე;

► აღმზრდელ-პედაგოგის ჯგუფში მხარდაჭერა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების განმავითარებელი აქტივობების შეთავაზების/ორგანიზების/გამოყენების პროცესში;

► მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრებთან ერთად ბავშვის ბაღში და ბაღიდან ტრანზიციის ხელშეწყობა;

► თანამშრომლობა ბავშვის განვითარების მხარდამჭერ უწყებებთან,  ადრეული განვითარების სპეციალისტებთან.

იხილეთ ასევე:

რა ევალება სპეციალურ პედაგოგს სკოლამდელ დაწესებულებაში - „სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება გუნდთან“

„ნუ მომიყვებით თეორიებს ადრეული ასაკიდანვე შრომის მიჩვევასა და მის სიკეთეებზე“ - ნინო თარხნიშვილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი