ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საბავშვო ბაღის ეზო კაპიტალურად შემოღობეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს.
„საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დასრულდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. გაიმარჯვა იდეამ „ეწერის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია“, - იუწყება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი.
უწყების ინფორმაციით, ეწერის მოსახლეობას აქვს კაპიტალურად შემოღობილი საბავშვო ბაღის ეზო. იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
„სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ყველა მონაწილეს და მხარდამჭერს.
განსაკუთრებული მადლობა პროექტის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ამირან გიგინეიშვილს, მეტად საჭირო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: