საბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს სპეციალური პედაგოგი, რომლის ფუნქციებიც ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევშია გაწერილი.
სპეციალური პედაგოგის სამუშაო აღწერილობა
► ბავშვის წინა-აკადემიური უნარების განვითარების სირთულეების პირველადი იდენტიფიცირება;
► წინა-აკადემიური უნარების შეფასება და აღწერა შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით;
► წინა-აკადემიური უნარების განვითრებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შეთანხმება მშობელთან და მულტიდისციპლინურ გუნდთან, მათ შორის, რეფერირება შესაბამის სპეციალისტთან;
► წინა-აკადემიური უნარების განმავითარებელი აქტივობების განსაზღვრა, ორგანიზება - მასალის შემუშავება, ინსტრუქციის ჩამოყალიბება, ბავშვთან ერთი-ერთზე ან ჯგუფში, მათ შორის მცირე ჯგუფში, მუშაობა წინა-აკადემიური უნარების გაუმჯობესებისთვის;
►აღმზრდელ-პედაგოგის და მშობლის კონსულტირება ბავშვის წინა-აკადემიური უნარების გაძლიერების საკითხებზე, შესაბამისი სტრატეგიების/აქტივობების გამოყენებაზე;
► აღმზრდელ-პედაგოგის ჯგუფში მხარდაჭერა წინა-აკადემიური უნარების განმავითარებელი აქტივობების შეთავაზების/ორგანიზების/გამოყენების პროცესში;
► მულტიდისციპლინური გუნდის სხვა წევრებთან ერთად ბავშვის ბაღში და ბაღიდან ტრანზიციის ხელშეწყობა;
► თანამშრომლობა ბავშვის განვითარების მხარდამჭერ უწყებებთან, ადრეული განვითარების სპეციალისტებთან.
იხილეთ ასევე: