ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ივნისის თვეში, გამოცემული დადგენილებით, განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების და ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების საკითხი.
აღნიშნული დადგენილების მიხედვით:
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებას შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები.
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში, სასწავლო-აღმზრდელობითი, კვებითი მომსახურების და სხვა ხარჯების დასაფარად, დაფინანსება ხორციელდება ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით.
- ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერი გამოითვლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში რეგისტრირებულ ბავშვთა/აღსაზრდელთა რაოდენობის, კვებითი მომსახურების, სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.
- სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების სასკოლო მზაობის ჯგუფების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერი გამოითვლება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრირებულ ბავშვთა/აღსაზრდელთა რაოდენობის, სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით.
- საჭიროებიდან გამომდინარე, იმ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებმა, რომლის შესაბამისი მომსახურების და სხვა ხარჯების ოდენობა აღემატება ერთ ბავშვზე გათვლილი წლის ვაუჩერის (შესაბამის თვეში წლის ვაუჩერის 1/12) მოცულობას, დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიიღონ შესაბამის თვეში დამატებითი დაფინანსება, გაზრდილი ვაუჩერის სახით. გაზრდილი ვაუჩერის მისაღებად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულება შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს.
- სააგენტო უფლებამოსილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში გამოცხადებული დასვენების პერიოდში (არდადეგების) და დაწესებულების საქმიანობის შეჩერების სხვა შემთხვევებში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ვაუჩერული დაფინანსების შემცირება/შეჩერება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განისაზღვროს ვაუჩერული დაფინანსების შეჩერების/შემცირების დამატებითი შემთხვევები.
- 2024 წლის 1 იანვრიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება. საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და ფინანსური ანგარიშის შედგენა. ასევე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა.
- ამ მუხლით განსაზღვრული დაფინანსების პირობები (ვადები, რაოდენობა, რაოდენობის დათვლის წესი და სხვა), განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.
იხილეთ ასევე:
„ბაღის აღმზრდელებს აღარ ვუყურებთ, როგორც დაქირავებულ პერსონალს, მათ მხრებზე დგას კურიკულუმი“
ვის ეკრძალება საბავშვო ბაღში დასაქმება - ჩანაწერი კანონში