დღის თემა
etaloni.ge
„ისაუბრეს საბავშვო ბაღის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, საფრთხეებზე, შესაძლებლობებზე“ - მზადება ავტორიზაციისთვის
10.08.2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარეობს საბავშვო ბაგა-ბაღების მზადება ავტორიზაციისათვის.

გაერთიანებაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულნი არიან რესურსცენტრისა და მერიის წარმომადგენლები, ასევე უსაფრთხოების სპეციალისტი, ტექნიკური მენეჯერი, საბავშვო ბაღის მენეჯერები, აღმზრდელი და მშობელი.

როგორც სკოლამდელი გაერთიანება იუწყება, აღნიშნულმა პირებმა განიხილეს ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები - მისია, ხედვა, ღირებულებები და სტრატეგია. ისაუბრეს საბავშვო ბაღის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, საფრთხეებზე, შესაძლებლობებზე და ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს.

„შეხვედრის მიზანია სკოლამდელი ხარისხის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას, ბავშვის უფლებების დაცვას და მათი ინტერესების გათვალისწინებით განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვას“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

რამდენად თანაბარია აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურება და რა მიდგომა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ? - კითხვები განათლების კომიტეტისგან

განაცხადის ნიმუში, რომელიც საბავშვო ბაღებმა განათლების სამინისტროს უნდა წარუდგინონ - თანდართული უნდა ჰქონდეს დოკუმენტების ნუსხა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი