დღის თემა
etaloni.ge
„ეს ჩვენი ოჯახისგან თქვენი ოჯახებისთვის შექმნილი განსაკუთრებული საჩუქარია“ - წიგნი, რომელიც პირველკლასელებს სჭირდებათ
10.08.2023

„უამრავწლიან, უწარმატებულეს გამოცდილებაზე დაყრდნობით, პირველკალსელათვის, ანბანის ახლებურ, ინოვაციურ შესწავლას გთავაზობთ. ჯერ ემოციურად, მასწავლებლობანას თამაშით და ოჯახის აქტიური ჩართულობით შევისწავლეთ ხმოვნები და თანდათან სრულ ანბანზე გადავედით. ხმოვნებს ემოციები მივუსადაგეთ. მაგალითად, „ა“  სასიამოვნო ხმოვანია მიხვედრისა - ააა... ესე იგი, რაღაცას მიხვდი და გაგიხარდა“, - ამბობს „ეტალონის“ დამფუძნებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი, რომელსაც უნიკალური წიგნი-რვეულის „პირველკლასელთა აკადემიის“ შექმნა საკუთარი შვილიშვილის განათლებაზე ზრუნვამ შეაქმნევინა.

სახელმძღვანელო შესანიშნავი დამხმარეა როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგების, ისე მშობლებისა და თქვენი პირველკლასელი შვილებისა თუ შვილიშვილებისთვის.

 „პირველკლასელთა აკადემია“ ჩვენი ოჯახისგან თქვენი ოჯახებისთვის შექმნილი განსაკუთრებული საჩუქარია. ყველა მომდევნო გაკვეთილზე, 4 ახალი თანხმოვნის შესწავლისას, პირველკლასელები მათემატიკასაც ხალისით ისწავლიან, აზროვნებას და გამართულ მეტყველებასაც შეეჩვევიან“, – ამბობს წიგნის ავტორი.

რამდენი ასოა სიტყვებში „ჩანჩქერი“ და „ცისარტყელა“? ამის გასარკვევად უმჯობესია, ჩაუჯდეთ თქვენს შვილსა და შვილიშვილთან ერთად „პირველკლასელთა აკადემიას“ და პატარას აუხსნათ, რას გვაძლევს ძროხა, რა მზადდება რძისგან და ა.შ., რათა თქვენი პირველკლასელი მომზადებული შევიდეს სკოლაში და არ ჩამორჩეს მეგობრებს.

„ასწავლეთ ახალი სიტყვები თქვენს პირველკლასელებს და თან ისე, რომ მათ თავი თქვენზე ჭკვიანებად წარმოიდგინონ. სასურველია, პირველკლასელს სწავლა მასწავლებლობანას მხიარული თამაშითაც შევაყვაროთ. აუცილებლად ჩაერთეთ izrune.ge-ში. izrune.ge-ში აქტიურად ჩართულ მშობლებს და ოჯახებს, თქვენივე შვილის განათლების პირადი მენეჯერი გეყოლებათ, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს ყველა სიძნელის მარტივად გადალახვაში პირადად დაგეხმარებათ. იმეგობრეთ ჩვენთან!“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი.

ჩვენ კი ამჯერად „პირველკლასელთა აკადემიიდან“ მეშვიდე ვიდეოგაკვეთილს წარმოგიდგენთ:

 ვიდეოგაკვეთილი N7:

იხილეთ ასევე:

„სწავლაზე შეყვარებული ჩემი შვილიშვილის დანახვისას, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებზე დარდი მომეძალა“ – როგორ ვითამაშოთ მასწავლებლობანა

დღის გეგმა მიამსგავსეთ საბავშვო ბაღის რეჟიმს - საზაფხულო რჩევები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი