ზაფხულში ბავშვები დროის უდიდეს ნაწილს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებენ. გაეროს ბავშვთა ფონდი მშობლებს ზაფხულის დღის დაგეგმვის მაგალითს სთავაზობს.
იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა სახლის გარემოში, მნიშვნელოვანია, დღის აქტივობების წინასწარ დაგეგმვა, რაც დაეხმარება მშობლებსა და ბავშვს, ეფექტურად გაანაწილონ დრო რუტინულ აქტივობებს - კვება, ჰიგიენა, დასვენება, თამაშსა და სხვა განმავითარებელ აქტივობას შორის.
სასურველია, დღე ბავშვთან ერთად დაგეგმოთ და დახატოთ. შეეცადეთ, რომ დღის გეგმა მიამსგავსოთ რეჟიმს, რომელიც ბავშვს საბავშვო ბაღში ჰქონდა. დღის გეგმის ზოგადი სტრუქტურა და საქმიანობის ტიპები შეიძლება ყოველდღიურად მეტ-ნაკლებად ერთნაირი იყოს, მაგრამ შესთავაზეთ ბავშვს სხვადასხვა თამაშები და რესურსები მრავალფეროვანი აქტივობებისთვის. დღის გეგმა შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვების ინტერესების და საჭიროებების ცვლილების შესაბამისად. გთავაზობთ ერთი ჩვეულებრივი დღის განრიგის ნიმუშს:
საუზმე → ხატვა → კუბიკები → ცეკვა → სადილი → გასეირნება → დასვენება → წიგნების კითხვა → რაიმე გემრიელის გამოცხობა → ვახშამი → დომინო და ლოტო → ბანაობა → წიგნების წაკითხვა.
აქტივობების წინასწარ დაგეგმვა ეხმარება მშობლებსა და ბავშვებს, გაანაწილონ დრო რუტინულ აქტივობებს, თამაშსა და სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობას შორის.
იხილეთ ასევე:
თუ დოკუმენტებს ამ ვადაში არ წარადგენთ, ბავშვი ბაღის გარეშე დარჩება - გაფრთხილება