დღის თემა
etaloni.ge
თუ დოკუმენტებს ამ ვადაში არ წარადგენთ, ბავშვი ბაღის გარეშე დარჩება - გაფრთხილება
09.08.2023

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და მშობლებს აფრთხილებს, რომ ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის დარეგისტრირებული ბავშვების საბუთების მიღება 20 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი, დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის არ წარდგენის შემთხვევაში კი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

წარსადგენი საბუთები:

► ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

► ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;

► ორი ფოტოსურათი (3X4);

► მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

► რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;

► შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

ეს დოკუმენტები ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე, N16-ში უნდა მიიტანოთ.

იხილეთ ასევე:

9 ახალი საბავშვო ბაღის მისამართი, რომელიც თბილისში გაიხსნება

ვის ეკრძალება საბავშვო ბაღში დასაქმება - ჩანაწერი კანონში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი