2023 წლის ბოლომდე თბილისში 9 ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
9 საბავშვო ბაღი 3 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
„ამჟამად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, გამწვანება, მონტაჟდება ატრაქციონები და უსაფრთხო, ენერგოეფექტური მზის ენერიაზე მომუშვე გარე განათების სისტემები; მიმდინარეობს შიდა სივრცეების მოხატვა და ჯგუფების აღჭურვა თანამედროვე ავეჯითა და ინვენტარით", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც აღნიშნული უწყება იტყობინება, მიმდინარე წლის სექტემბერში სამი ბაღი გაიხსნება, სამი - ოქტომბერ-ნოემბერში და სამი - დეკემბრის ბოლომდე.
სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება ამ მისამართებზე: N108 ახალი საბავშვო ბაღი კრწანისში ორთაჭალის ქუჩა N90 ;
N125 საბავშვო ბაღი ჩუღურეთში;
N130 საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში.
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ექსპლუატაციაში შევა: N89 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გლდანში;
ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე;
N2 საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში.
2023 წლის ბოლომდე თბილისში დამატებით 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება: N19 ბაღი დიდუბის რაიონში;
N30 ახალი საბავშვო ბაღი ისნის რაიონში ნავთლუხის ქუჩაზე;
ახალი საბავშო ბაღი ისანში, ვაზისუბანში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე.
ასევე იხილეთ:საბავშვო ბაღებში მწერებისგან დამცავ ბადეებს 60 დღეში დაამონტაჟებენ - სკოლამდელი დაწესებულებების სია„ბაღის აღმზრდელებს აღარ ვუყურებთ, როგორც დაქირავებულ პერსონალს, მათ მხრებზე დგას კურიკულუმი“