გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, საბავშვო ბაღებისთვის, მწერებისგან დამცავ ბადეებს ყიდულობს - ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
დოკუმენტაციით განსაზღვრული მწერებისაგან დამცავი ბადეები უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი... ბადეების მიწოდება უნდა განხორციელდეს თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ბადეების დამზადება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 კალენდალური დღის ვადაში.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება მზად იყო მწერებისგან დამცავ ბადეებში 22 050 ლარი გადაეხადა, თუმცა აღნიშნული მომსახურება 17 199 ლარის ფარგლებში შესთავაზეს.
„მწერებისგან დამცავი ბადე პეტლებზე (საორიენტაციოდ 441 მ), რომელსაც უნდა გააჩნდეს სახელური, პეტლები და წკაპი/მაგნიტი - პროფილის მასალა - ალუმინი; პროფილის ფერი - თეთრი; ბადის მასალა - პოლიესტერი; ბადის ფერი - ნაცრისფერი; სახელურების მასალა - პლასტმასი; სახელურების ფერი - თეთრი“, - წერია სატენდერო მასალებში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 34 საბავშვო ბაღია. მწერებისგან დამცავ ბადეებს კი 30 საბავშვო ბაღში დაამონტაჟებენ.
ბადეების მონტაჟი უნდა განხორციელდეს შემდეგ ბაგა-ბაღებში:
იხილეთ ასევე:
„ბაღის აღმზრდელებს აღარ ვუყურებთ, როგორც დაქირავებულ პერსონალს, მათ მხრებზე დგას კურიკულუმი“