დღის თემა
etaloni.ge
„ბაღის აღმზრდელებს აღარ ვუყურებთ, როგორც დაქირავებულ პერსონალს, მათ მხრებზე დგას კურიკულუმი“
08.08.2023

„ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში მოხდა საგანმანათლებლო პერსონალის დორის გადააზრება და ამჟამად სისტემა ამ ადამიანებს უყურებს არამხოლოდ როგორც ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის დაქირავებულ პერსონალს, არამედ განიხილავს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან რგოლს თავად ბაღის, როგორც ინსტიტუციის, ორგანიზაციის განვითარების პროცესში“, - განაცხადა ერთ-ერთ ვებინარზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინო ხითარიშვილმა.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ვერცერთი ბაღი შეძლებს მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება საზოგადოებას, თუ საგანმანათლებლო პერსონალი არ იქნება ჩართული ბაღის, როგორც შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში.

„შიდა ხარისხის უზრუნველყოფა თვითშეფასებაა. საგანმანათლებლო პერსონალი, ასე ვთქვათ, ცალკე კლასტერი, ცალკე მიმართულებაა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თვითონ ბაღი და მთლიანად სისტემაც გაიგებს, რას ფიქრობს აღმზრდელ-პედაგოგი თავის კონკრეტულ ბაღზე, რა გამოწვევებს და რა წარმატებებს ხედავს ის შიგნით.

ავტორიზაციის სტანდარტები, ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბად, დაკავშირებულია საგანმანათლებლო პერსონალთან. ავტორიზაციის მეორე და მესამე სტანდარტი, რომელიც არის კურიკულუმი და ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა, დგას საგანმანათლებლო პერსონალის მხრებზე, რადგან მათ უნდა განახორციელონ კურიკულუმის დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება, ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის დაგეგმვა, განხორციელება და ა. შ.

ამის გარდა, ავტორიზაციის სხვა სტანდარტები, მაგალითად, პირველი სტანდარტი, რომელიც ზრუნავს ბაღის, როგორც ორგანიზაციის განვითარებაზე, ამბობს, რომ საგანმანათლებლო პერსონალი, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, ჩართული უნდა იყოს ბაღის მისიის, ხედვის, ღირებულებების შემუშავების პროცესში, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში... ეს პროცესი არის ბაღის ხედვა - გრძელვადიანი დიადი მიზნები, თუ როგორი უნდა იყოს ბაღი გარვეული დროის შემდეგ“, - ამბობს ნინო ხითარიშვილი.

იხილეთ ასევე:

„ჯგუფში ბავშვების რაოდენობის გაზრდა აღმზრდელზე დატვირთვას არ გაზრდის“ - ავტორიზაციის პროცესის ბენეფიტები

„საბავშვო ბაღის თანამშრომლები კეთილგანწყობილნი უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი“ - სკოლამდელი დაწესებულების სტანდარტის 10 ინდიკატორი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი