დღის თემა
etaloni.ge
„საბავშვო ბაღის თანამშრომლები კეთილგანწყობილნი უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი“ - სკოლამდელი დაწესებულების სტანდარტის 10 ინდიკატორი
08.08.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო პროგრამის ხარისხის სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია პროგრამის ხარისხის 8 მიმართულება, რომელთაგან ერთ-ერთი კეთილდღეობაა.

კეთილდღეობის შეგრძნება თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც თითოეული ბავშვისთვის, ისე - დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის. მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისა და დაწესებულების ყველა თანამშრომლის ემოციური უსაფრთხოების დაცვა.

აღნიშნული სტანდარტის ინდიკატორებია:

  1. დაწესებულების ფიზიკური გარემო ნაცნობი უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის – ყოველმა მათგანმა უნდა იცოდეს შენობისა და ეზოს ძირითადი ობიექტების ფუნქციური დანიშნულება;
  2. თითოეულ ბავშვსა და დაწესებულების ყველა თანამშრომელს უნდა ჰქონდეთ პირადი სივრცე მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;
  3. დაწესებულების გარემო თითოეული ბავშვისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს – ყოველმა მათგანმა უნდა იცოდეს საქმიანობათა თანმიმდევრობა და რას მოელიან მისგან;
  4. დაწესებულებაში წახალისებული უნდა იყოს თითოეული ბავშვის მიერ იდეებისა და აზრების თავისუფალი გამოხატვა;
  5. დაწესებულების თანამშრომლები კეთილგანწყობილნი და ემოციურად გაწონასწორებულნი უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი და ბავშვებთან ურთიერთობისას;
  6. დაწესებულების თანამშრომლები პატივს უნდა სცემდნენ თითოეული ბავშვის ემოციებს და ადეკვატურად რეაგირებენ მათზე - გამოხატავენ ემპათიას;
  7. თითოეული ბავშვი უმეტესად აქტიურად უნდა იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, ძირითადად, გამოხატავდეს დადებით ემოციებს, არ შფოთავდეს და არ იძაბებოდეს;
  8. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების გამოხატვის საშუალება იმგვარი ფორმით, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სხვებს და საკუთარ თავს;
  9. თითოეული ბავშვის სახლიდან ბაღში ტრანზიციის პროცესი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ამ დროს არ დაირღვეს ბავშვების ემოციური უსაფრთხოება;
  10. ბავშვის მიღების შემთხვევაში, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული, დაწესებულებამ რეკომენდაცია უნდა მისცეს მშობელს, ოჯახში შენარჩუნდეს მშობლიურ ენაზე საუბარი და არ მოხდეს ენების არევა, რათა ბავშვისთვის ახალ ენობრივ გარემოში მოხვედრა ნაკლებად სტრესული იყოს.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ხარისხის 8 მიმართულება

საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს მართვის მექანიზმი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პირთა პასუხისმგებლობებს - რა უნდა იყოს ასახული დოკუმენტში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი