ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით, თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და გადაწყვეტილების მიღების საშუალება საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
ამ სტანდარტის ინდიკატორების მიხედვით:
► სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლები ხელს უნდა უწყობდნენ თითოეული ბავშვის დამოუკიდებლობას;
► აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი უნდა დააკვირდნენ, მოუსმინონ თითოეულ ბავშვს, გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრებები და ინტერესები;
► თითოეული ბავშვი უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების უშუალო მონაწილე;
►თითოეულ ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს საქმიანობები და გამოსაყენებელი საგანმანათლებლო რესურსი როგორც ჯგუფში, ისე – მის გარეთ.
იხილეთ ასევე:
კურიკულუმის ჩარჩოს 5 კომპონენტი - სწავლების სტრატეგიები და მეთოდები საბავშვო ბაღში