სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის მიხედვით, თუ დაწესებულება იყენებს შემუშავებულ კურიკულუმს, მაშინ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს კურიკულუმის ჩარჩო. კურიკულუმის ჩარჩო უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სულ მცირე, შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტის შესახებ:
► კურიკულუმის მიზნები – რა შედეგებზე უნდა გახვიდეთ;
► სწავლების შინაარსი - რისი სწავლება გინდათ;
► სწავლების სტრატეგიები, მეთოდები – როგორ უნდა ისწავლებოდეს, რა გამოცდილებებს, თამაშებს და აქტივობებს შესთავაზებთ ბავშვებს;
► საგანმანათლებლო რესურსები და გარემო - როგორი უნდა იყოს ფიზიკური გარემო, რა რესურსს გამოიყენებთ;
► შეფასება - როგორ გაზომავთ მიღებულ შედეგს.
იხილეთ ასევე: