დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვი ბამბაში არ უნდა გავზარდოთ“ - თამარ გაგოშიძე
09.11.2022

ბავშვს უნდა გავუჩინოთ განცდა, რომ მათ შეუძლიათ შეცდომის დაშვება - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.

ფსიქოლოგი მშობლებს მოუწოდებს, არ ასწავლონ შვილებს, რომ გაექცნენ წინააღმდეგობებს და არ გაზარდონ ისინი ბამბაში, სტრესის გარეშე.

„ჩვენი ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და წინააღმდეგობებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობიდან როგორ ვახერხებთ ჩვენ ჩვენი შვილებისთვის მდგრადობის და გამძლეობის სწავლებას. სხვათა შორის, ეს საკითხი ძალიან მიფუჩეჩებულია ხოლმე და იცით რატომ? იმიტომ, რომ გვგონია, ჩვენი შვილები აუცილებლად უნდა დავიცვათ წინააღმდეგობისგან, ასეთი სტრესისგან და შესაბამისად, ვცდილობთ, ასე ბამბაში გავზარდოთ, რაც არ მგონია, სწორი იყოს, იმიტომ, რომ ბავშვები პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ დაბრკოლების გადალახვას“, - ამბობს თამარ გაგოშიძე.

ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, შვილები შეცდომის დაშვების დროს გაამხნევონ და გაუჩინონ განცდა, რომ შეცდომის დაშვება ბუნებრივი პროცესია.

„არ გაიქცნენ, შეცდომა დაუშვან და ისწავლონ თავიანთ შეცდომებზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მშობლებმა უნდა გააკეთონ. მათ უნდა ჰქონდეთ, პირველ რიგში, ტოლერანტული დამოკიდებულება თავიანთი შვილის შეცდომების, მარცხის მიმართ და გაამხნევონ, მხარი დაუჭირონ, იმიტომ, რომ ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე... იმის განცდა, რომ შენ შეგიძლია შეცდომის დაშვება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეცდომის დაშვება ლეგიტიმურია და შენ შეგიძლია ამ შეცდომის გამოსწორება და ამისთვის დახმარების თხოვნაც კი“, - ამბობს თამარ გაგოშიძე.

იხილეთ ასევე:

თემურ მიქელაძის პრაქტიკული რჩევები ბავშვთა სწორი კვების შესახებ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი