რაჭაში, შოვში დატრიალებულ ტრაგედიას განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი გამოეხმაურა:
„რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურება, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, მთელი საქართველოს საერთო ტრაგედიაა! განსაკუთრებით მიმძიმს იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები, ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდები არიან. ეს არის უდიდესი ტკივილი, რომელმაც დაამწუხრა მთელი ერი, თითოეული ჩვენგანი. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა და სოლიდარობა.
კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და მეგობრებს. თანადგომას ვუცხადებ სტიქიით დაზარალებულებს“.
3 აგვისტოს მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი მთლიანად გაანადგურა. დაიღუპა და დაიკარგა ათობით ადამიანი, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.
დღეს, 7 აგვისტოს, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.
იხილეთ ასევე:
„ნუ დამალავთ თქვენს მწუხარებას და აუხსენით ბავშვებს ამის მიზეზი“ - რჩევები
„10 წუთის შემდეგ უფროსი პატარას უნდა ესაუბროს, რა ნახეს ერთად“ - ფრანგული გაიდლაინი