დღის თემა
etaloni.ge
„სწავლაზე შეყვარებული ჩემი შვილიშვილის დანახვისას, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებზე დარდი მომეძალა“ – როგორ ვითამაშოთ მასწავლებლობანა
08.08.2023

„თვალსა და ხელს შუა გახალისებული, სწავლაზე შეყვარებული ჩემი შვილიშვილის დანახვისას, ახლა უკვე თქვენს პირველკლასელებზე, შვილებსა და შვილიშვილებზე დარდი და ფიქრი მომეძალა. ოჯახს მოვეთათბირე, შვილიშვილსაც გავესაუბრე და უყოყმანოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ მეთოდისთვის „პირველკლასელთა აკადემია“ დაგვერქმია“, - ამბობს „ეტალონის“ დამფუძნებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც ანბანის შესწავლის ახალი, ინოვაციური მეთოდი საკუთარი შვილიშვილის, ალექსანდრე კახიანისთვის მაშინ შეიმუშავა, როდესაც ის პირველკლასელი იყო.

„პირველკლასელთა აკადემია“ სკოლაში შემსვლელი ბავშვებისთვის მალევე იქცა საოცნებო სახელმძღვანელოდ, რომლის მიხედვითაც ავტორმა ვიდეოგაკვეთილებიც ჩაწერა.

გოჩა ტყეშელაშვილი მშობლებსა და ბებია-ბაბუებს მოუწოდებს, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მასწავლებლობანა ითამაშონ და პატარებს პედაგოგის როლში შესვლის უფლება მისცენ, რაც ბევრად უფრო სახალისოს გახდის ანბანის და შედარებით რთული ქართული სიტყვების შესწავლას.

„პირველკლასელთა აკადემიის“ მთელი არსი არის ის, რომ სწავლის პროცესში ჩაერთოს მთელი ოჯახი, გაკვეთილობანას თამაშში აღიაროთ თქვენი შვილი მოაზროვნე პიროვნებად და მოეპყრათ, როგორც თანასწორს“, - ამბობს წიგნის ავტორი.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, რისგან არის დამზადებული ქოთანი, რას აქვს ღობე, რატომ ჰქვია ღამურას ეს სახელი, რა არის ყაბალახი, რამდენია ორჯერ სამი და ა.შ., ქვემოთ მოცემულ მეექვსე ვიდეოგაკვთილში შეიტყობთ.

ვიდეოგაკვეთილი N6:

 

იხილეთ ასევე:

როგორ შევუცვალოთ ასოებს ადგილი ისე, რომ კვლავ სიტყვა მივიღოთ - უნიკალური მეთოდები, რომელიც ბავშვს სწავლას პირველი კლასიდან შეაყვარებს

ვის ეკრძალება საბავშვო ბაღში დასაქმება - ჩანაწერი კანონში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი