დღის თემა
etaloni.ge
მე-4 სტანდარტის შესაბამისობა საბავშვო ბაღში - შიდა სივრცე ვიზუალური მინიშნებებით, ეზოში კი განათების წყარო
04.08.2023

ქართულ–პოლონური პროექტის ფარგლებში „თითოეული ბავშვისათვის-სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერა“, ბოლნისის მე-3 საბავშვო ბაღში გაიზარდა ავტორიზაციის მე-4  სტანდარტის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერასთან დაკავშირებული 4.3 კომპონენტის, მატერიალური რესურსის, შესაბამისობა, -  ნათქვამია ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც დაწესებულება იტყობინება, საბავშვო ბაღში:

► შიდა სივრცე აღიჭურვა შესაბამისი ვიზუალური მინიშნებებით;

► უსაფრთხოების მიზნით, კიბის დასაწყისში და დასასრულს, ასევე, განსხვავებულ საფეხურზე, საფეხურის მთელ სიგანეზე გამოყენებულია თვითწებვადი ლენტი კონტრასტული ფერით;

► უფროსებისათვის განკუთვნილი კიბის უჯრედის სახელურთან 50 სმ. სიმაღლეზე მოეწყო დამატებითი სახელური ბავშვებისათვის;

► ეზოს/გარე სივრცის ტერიტორიაზე დამონტაჟდა განათების წყარო.

იხილეთ ასევე:

„აღმზრდელ-პედაგოგის კარიერის დახვეწა და განვითარება ბმაში უნდა იყოს შესაბამის ანაზღაურებასთან“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი

ბაღის აღმზრდელების განვითარების ხელშეწყობა და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტება - სკოლამდელების მისია, ხედვა და ღირებულებები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი