დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების სათამაშოებისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა დახვდებათ პატარებს სექტემბერში
03.08.2023

სათამაშო საბავშვო ურიკა, სათამაშო პოლიციის მანქანა, მძიმე ტექნიკის გადასაყვანი სათამაშო სატვირთო ავტომობილი, სათამაშო ურიკა 4 ბორბლით, ცხოველის ფორმის სათამაშო ავტომობილი, კინეტიკური ქვიშა, განმავითარებელი სათამაშო ავტომანქანა, განმავითარებელი სათამაშო სახლი, განმავითარებელი სათამაშო ბურთი, საშუალო ზომის ლეგო, ლეგოს ნაკრები, ხის სათამაშო მართკუთხა ფიგურები, სათამაშო საბავშვო ეტლი, კუბების ნაკრები დიდი, სათამაშო სატვირთო მანქანა დასაჯდომით, სათამაშო თოჯინა გოგო, სათამაშო თოჯინა ჩვილი, მაგნიტური წიგნი, სათამაშო კონსტრუქცია „გარაჟი“, სათამაშო სატვირთო ავტომობილი, სათამაშო სამზარეულოს ნაკრები, სათამაშო საუთოო მაგიდა, სათამაშო სამზარეულო, სათამაშო საბავშვო ნიჩაბი და ფოცხი, ქვიშაში სათამაშო ნაკრები, სათამაშო სამუშაო ინსტრუმენტების ნაკრები, სათამაშო ტრაქტორი, სათამაშო ვერტმფრენი, სათამაშო სატვირთო ავტომობილი ევაკუატორი, სპეციალური დანიშნულების სათამაშო ავტომანქანა 112, სათამაშო სამშენებლო ამწე, სათამაშო სამაშველო გემი, სათამაშო სათევზაო გემი,  საწვავის გადამზიდი ავტომობილი სათამაშო, სათამაშო მატარებელი, სათამაშო ტრაილერი მისაბმელით, ქვიშისა გასაზიდი სათამაშო სატვირთო ავტომობილი, სპეციალური დანიშნულების სათამაშო ავტომობილი ამწე, სპეციალური დანიშნულების ფუნქციური სათამაშო ავტომობილი, - ეს იმ სათამაშოების ჩამონათვალია, რომელთა შეძენასაც, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება, მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი დაწესებულებებისთვის აპირებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სათამაშოებისთვის 107 000 ლარია გამოყოფილი.

„სათამაშოები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, შეღებილი უნდა იყოს ნატურალური საღებავით. სათამაშოს მასალა ან/და საღებავი არ უნდა შეიცავდეს კადიუმს, ტყვიასა და სხვა მავნე, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, სათამაშო არ უნდა იყოს კაშკაშა და ჭყეტელა ფერების. სათამაშოებს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი არასასიამოვნო სუნი“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

სათამაშოები ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე 36-ვე საბავშვო ბაღს დაურიგდება და პატარებს სექტემბრისთვის სიურპრიზად დახვდება.

იხილეთ ასევე:

„ჯგუფში ბავშვების რაოდენობის გაზრდა აღმზრდელზე დატვირთვას არ გაზრდის“ - ავტორიზაციის პროცესის ბენეფიტები

„სერტიფიკატი არ გადასცეთ აღმზრდელს, რომელიც საბოლოო ტესტირებაზე ვერ დააგროვებს შეფასების 50%-ზე მეტს“
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი