დღის თემა
etaloni.ge
როგორ შევუწყო ხელი ბავშვებს შორის პოზიტიურ ურთიერთობებს - „ცალ-ცალკე შეაქეთ და არა ერთმანეთის თანდასწრებით“
03.08.2023

დედმამიშვილებს შორის ჩხუბის მიზეზი ხშირად მშობლების სიყვარულისა და ყურადღების მოსაპოვებლად ბრძოლაა და თუ ბავშვი გრძნობს, რომ მშობლები უსამართლოდ ექცევიან და ეჭვობს, რომ რომელიმე შვილი გამორჩეული ჰყავთ, შესაძლებელია, აგრესიულად მოექცეს საკუთარ დას ან ძმას, - აღნიშნულია სახელმძღვანელოში, „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს“.

პუბლიკაციის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ კონფლიქტის შემცირება, თუ აგრძნობინებენ შვილებს, რომ თანაბრად უყვართ და აფასებენ თითოეულ მათგანს:

► ეცადეთ თანაბარი დრო გაატაროთ თითოეულ ბავშვთან. შეგიძლიათ, მათი ასაკიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულთან განსხვავებული საქმიანობებით დაკავდეთ.

► ბავშვების წინაშე შვილებს ერთმანეთს ნუ შეადარებთ. ბუნებრივია, რომ შვილებს შორის განსხვავებებს ამჩნევდეთ, უბრალოდ ეცადეთ, მათ წინაშე ამაზე კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავოთ. როდესაც მათ ერთმანეთს ადარებთ, ბავშვმა მარტივად შეიძლება იფიქროს, რომ ის არ არის ისეთი კარგი ან საყვარელი, როგორიც მისი დედმამიშვილია.

► ეჭვიანობის ფაქტებს შეამცირებთ, თუკი თანაბრად დააფასებთ მათ მიღწევებს. კონცენტრირდით თითოეულის ძლიერ მხარეებსა და უნარებზე. ეცადეთ, შეაქოთ ცალ-ცალკე და არა ერთმანეთის თანდასწრებით.

► მიეცით საშუალება, რომ ჰქონდეთ განსაკუთრებული, პირადი ნივთები, რომლებიც მხოლოდ მათი იქნება და და-ძმა არ შეეხება.

► პატივი ეცით თქვენი შვილის პირად სივრცეს. როდესაც რამეს საყვედურობთ ან აძლევთ შენიშვნას, გააკეთეთ ეს განცალკევებით და არა სხვა შვილების თანდასწრებით. არ შეარცხვინოთ, რომ დედმამიშვილებს მისი გამოჯავრების სურვილი არ გაუჩნდეთ.

იხილეთ ასევე:

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საკუთარ ემოციებთან ურთიერთობაში - რეკომენდაციები

მარილი და ბავშვები - 5 რჩევა, რაც პატარებს მომავალში ჯანმრთელობის პრობლემებს ააცილებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი