დღის თემა
etaloni.ge
„აღმზრდელ-პედაგოგის კარიერის დახვეწა და განვითარება ბმაში უნდა იყოს შესაბამის ანაზღაურებასთან“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
03.08.2023

„აღმზრდელის პროფესია უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ამ სფეროში დასაქმებულებს, სასურველია და გვინდა, რომ ჰქონდეთ და აუცილებლად ექნებათ პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა“, - თქვა ერთ-ერთ ვებინარზე, სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტმა, თამარ ჭყონიამ, სადაც განათლების საბაკალავრო პროგრამის შესახებ საუბრობდნენ.

როგორც ვებინარზე აღინიშნა, მასწავლებლის მომზადების პროგრამების მსგავსად, სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა და მომავალი სკოლამდელი განათლების სპეციალისტების მომზადება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება.

„პროფესიული განვითარება იქნება ის გზა, რომლითაც აღმზრდლი და აღმზრდელ-პედაგოგი შეძლებს, რომ თავისი კარიერა უფრო და უფრო დახვეწოს და განავითაროს. რა თქმა უნდა, ამასთან ბმაში უნდა იყოს შესაბამისი ანაზღაურებაც და ვფიქრობ, ის სამუშაოები, რომლებსაც ჩვენ დღეს საპილოტე რეჟიმში ვაწარმოებთ ამ მიმართულებით, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, როდესაც ამ პროფესიის სასარგებლოდ მოუწევთ არჩევანის გაკეთება აბიტურიენტებს“, - ამბობს ჭყონია.

იხილეთ ასევე:

„ბაღის აღმზრდელებს აუნაზღაურდებათ არამხოლოდ ბავშვებთან საკონტაქტო, არამედ არასაკონტაქტო საათები“ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი

ბაღის დირექტორი: „მშობელი რომ პრეტენზიას გამოთქვამს, ის პრობლემა მასთან ერთად უნდა მოაგვარო“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი