ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით, საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს მისია და ხედვა, რომელიც წარმოაჩენს დაწესებულების თვითმყოფადობას, განსაზღვრავს საქმიანობებსა და მიმართულებებს და შეესაბამება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ განსაზღვრულ სტანდარტებსა და რეგულაციებს.
სკოლამდელი დაწესებულების ხედვას, მისიას და ღირებულებებს სათითაოდ ადგენენ მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების სააგენტოები თუ ცენტრები.
ამჯერად, თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლების ცენტრის მიერ შემუშავებულ საბავშვო ბაღების მისიას, ხედვას და ღირებულებებს შემოთავაზებთ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
მისია:
► მუნიციპალიტეტში ისეთი სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისების საყოველთაო და თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, საცხოვრებელი ადგილისა და შესაძლებლობის შეზღუდვის მიუხედავად;
► ფიზიკური და სოციალური გარემოს მოწყობა და ხემლმისაწვდომობა ტიპური და ატიპური განვითარების მქონე აღსაზრდელებისათვის;
► აღსაზრდელების ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა შესაბამისი რესურსის უზრუნველყოფითა და გარემო-პირობები შექმნით;
► მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათი უნარ-ჩვევების, ცოდნის გაუმჯობესება;
► სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობების მოძიება-შეთავაზება;
► ადგილობრივი თემისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება;
► ეფექტიანი, მდგრადი და ბავშვის ინტერესებზე მორგებული მონიტორინგის სისტემის მექანიზმების შემუშავება და დანრეგვა;
ხედვა:
► თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ტიპური და ატიპური სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის, თანაბრად არის ხელმისაწვდომი ის სერვისები, რომელსაც სთავაზობს საბავშვო ბაღი აღსაზრდელს;
► საბავშვო ბაღებში შექმნილია აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი ფიზიკური და სოციალური გარემო;
► საბავშვო ბაღები აღჭურვილია ისეთი რესურსით, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე;
► ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით;
► მშობლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ბავშვის სკოლამდელ აღზრდა-განათლებაში;
ღირებულებები:
► ბავშვზე ორიენტირებული უსაფრთხო ფიზიკურ-ემოციური გარემოს შექმნა;
► პერსონალის საკვალიფიკაციო მდგრადი განვითარების ხელის შეწყობა;
► გუნდური მუშაობა; თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
► მშობლის და თემის საბავშვო ბაღის ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, მათი ცნობიერების ამაღლება: ბავშვთა უფლებების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების, ასაკობრივი თავისებურებების შესახებ.
იხილეთ ასევე:
ბაღის დირექტორი: „მშობელი რომ პრეტენზიას გამოთქვამს, ის პრობლემა მასთან ერთად უნდა მოაგვარო“
კურიკულუმის განხორციელების 16 ინდიკატორი - დაწესებულებას საგანმანათლებლო რესურსი უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით