„რაც ამ გაკვეთილებს ვატარებთ, ალექსანდრემ უამრავი სიტყვა შეისწავლა ასოების გადაადგილებითაც“, - ამბობს „ეტალონის“ დამფუძნებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი მეხუთე ვიდეოგაკვეთლში, რომელსაც ის თავისი ავტორობით გამოშვებული წიგნის, „პირველკალსელთა აკადემიის“ მიხედვით, საკუთარ შვილიშვილს, ალექსანდრე კახიანს უტარებს და სხვებსაც ურჩევს, უნიკალური წიგნი-რვეულის გამოყენებით თავიანთ პატარებს, რომლებიც უკვე სკოლაში შესვლის ასაკში არიან, მსგავსი სახალისო გაკვეთილები ჩაუტარონ.
გოჩა ტყეშელაშვილმა „პირველკლასელთა აკადემია“ კორონაპანდემიის პერიოდში სწორედ ალექსანდრესთვის შეიმუშავა, რომელიც იმ დროს პირველკლასელი იყო.
გაკვეთილობანას ჩატარებით ნასწავლი ქართული ანბანი და სიტყვები პატარებისთვის დაუვიწყარი გზის გამკაფავია ანბანის სამყაროში. წიგნი-რვეული კი შესანიშნავი დამხმარეა როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგების, ისე მშობლებისა და თქვენი პირველკლასელი შვილებისა თუ შვილიშვილებისთვის.
პრიალა, ფერად ფურცლებზე დაბეჭდილი წიგნი, „პირველკლასელთა აკადემია“ მშობლებსაც და ბავშვებსაც ეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სკოლასთან და ანბანთან შეხვედრა ჰქვია.
„ჩვენი მთავარი მიზანია, მოტივაცია, დაინტერესება გავუჩინოთ პირველკლასელებს, მით უმეტეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი კლასი, როდესაც ბავშვს უნდა შევაყვაროთ სწავლა“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი.
როგორ წავაკითხოთ სწორად პატარას „სათვალე“ თუ „საზამთრო“, როგორ შევუცვალოთ ასოებს ადგილი ისე, რომ კვლავ სიტყვა მივიღოთ, უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოგაკვეთილს. მანამდე კი, არ დაგავიწყდეთ, ბავშვთან ერთად გადაშალოთ „პირველკლასელთა აკადემია“, სადაც ამ ასაკისთვის შესაბამისი საინტერესო ზღაპრები და მოთხრობებიც არის მოცემული.
ვიდეოგაკვეთილი N5:
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების დიდი ღონისძიება და საჩუქარი მერიისგან აღსაზრდელებს
გაზარდეთ ბავშვში თავისუფლებისა და კონტროლის განცდა, რის ხარჯზეც ის თქვენთან ითანამშრომლებს