ჩინეთის ზოოპარკი უარყოფს ინტერნეტში გამოთქმულ ვარაუდს, რომ იქ მცხოვრები ზოგიერთი დათვი შეიძლება კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი იყოს. სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც მედიაში, ადამიანების მსგავსად, ორ ფეხზე მდგარი ცხოველების ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა.
მნახველებმა ასევე შენიშნეს ცხოველის თავდაყირა პოზა, ისევე, როგორც ნაჭრის მსგავსი ბეწვის ნაკეცები მის ზურგზე, რაც დათვს უჩვეულო შესახედაობას აძლევს და აძლიერებს ეჭვს, რომ შესაძლოა დათვის ნაცვლად, მნახველებს შენიღბული ადამიანი ესალმებოდეს.
„ზოგს ჰგონია, რომ ადამიანივით ვდგავარ. როგორც ჩანს, თქვენ ჩემი კარგად არ გესმით. ჩვენ, მალაიზიელი დათვები, მსოფლიოში ყველაზე პატარა დათვები ვართ“, - წერია მალაიზიური დათვის, ანგელას პერსპექტივიდან გამოქვეყნებულ ქალაქ ხანგჭოუს ზოოპარკის თანამშრომლების განცხადებაში.
ხანგჭოუს ზოოპარკში ამტკიცებენ, რომ ისინი ამგვარ ხრიკებს არ მიმართავენ და ეჭვი დათვის ზომის სიმცირემ გააჩინა, რაც, სინამდვილეში, სრულად დამახასიათებელია ამ ჯიშის დათვისთვის, რომელიც უკანა ფეხებზე მდგარიც კი მაქსიმუმ 1.3 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს.
წყარო: ტაბულა
იხილეთ ასევე:
სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი ბავშვებს ექიმთან ვიზიტის დროს ეხუტება