კურიკულუმის განხორციელების 16 ინდიკატორი - დაწესებულებას საგანმანათლებლო რესურსი უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის შემუშავებული ავტორიზაციის 4-დან ერთი სტანდარტი კურიკულუმია.
ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის მიხედვით, საბავშვო ბაღმა უნდა განახორციელოს კურიკულუმი. ამ პროცესის გასავლელად, მნიშვნელოვანია კურიკულუმის დაგეგმვა და განხორციელება.
კურიკულუმის განხორციელება
კურიკულუმის განხორციელების პროცესში საბავშვო ბაღმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი სახის ინდიკატორები:
- საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა უნდა შეესაბამებოდეს კურიკულუმით განსაზღვრულ პერიოდულობას და ხანგრძლივობას;
- კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმების შემუშავება უნდა იყოს თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდებოდეს ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის მიერ;
- საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებს;
- საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს;
- თამაში და თამაშის ელემენტები უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის, მათ შორის, ტრანზიციის წარმართვის ძირითადი ხერხი;
- დღის განმავლობაში თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს სხვადახვა ტიპის თამაშში ჩართვის საშუალება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, როგორც შენობაში, ისე მის გარეთ.
- დაწესებულებას შემუშავებული უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
- დაწესებულებაში უნდა მოქმედებდეს საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმი;
- დაწესებულებას უნდა ჰქონდეს კურიკულუმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით.
- ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისად;
- დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსები, კურიკულუმის შესაბამისად, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
- ჯგუფური ოთახები მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ ბავშვს ჰქონდეს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა.
- საგანმანათლებლო პერსონალმა თანმიმდევრულად უნდა გამოიყენოს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მრავალფეროვანი მეთოდები;
- შეფასება უნდა ემსახურებოდეს თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენას განვითარების ყველა სფეროში;
- შეფასების შედეგები გამოყენებული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის/მოდიფიცირებისთვის;
- ბავშვის შეფასების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის ჩართულობას.
იხილეთ ასევე:
აღმზრდელმა ამ დროს არ უნდა შეიტანოს შესწორებები ბავშვის მეტყველებაში - სტანდარტი სკოლამდელი დაწესებულების პერსონალის პოზიტიურობაზე
თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა ამოქმედდა - პროცესი 581-მა საბავშვო ბაღმა დაასრულა