დღის თემა
etaloni.ge
საზაფხულო ბაღები, რომლებიც აგვისტოში იმუშავებენ - „ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 70 აღსაზრდელი“
31.07.2023

საზაფხულო ბაღების უმრავლესობა დღეს, ივლისის თვის ბოლო დღეს, 31 ივლისს, ფუნქციონირებას წყვეტს.

ზოგ მუნიციპალიტეტში კი საზაფხულო ბაღი მთელი აგვისტოს განმავლობაში იმუშავებს.

„საზაფხულო ბაღი ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში პირველ აგვისტოს გაიხსნება. ამ ეტაპზე  კი, 70  აღსაზრდელია რეგისტრირებული. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი- სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრის ადმინისტრაციას“, - ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნეულ განცხადებაში.

საზაფხულო ბაღი 26 ივლისს გაიხსნა და 6 სექტემბრამდე იმუშავებს ქალაქ გორში.

გორში საზაფხულო ბაღი ქალაქის მე-3 საჯარო ბაღის ბაზაზეა გახსნილი, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე. მშობლებს ბავშვების დარეგისტრირება 10-25 ივლისს შეეძლოთ.

„ძვირფასო მშობლებო, გაითვალისწინეთ, რომ საზაფხულო ბაღის მუშაობის პერიოდი არის 26 ივლისი-6 სექტემბერი. საზაფხულო ბაღში ბავშვის რეგისტრაცია არ ნიშნავს იმას, რომ დარეგისტრირებული ავტომატურად ხდება მე-3 საჯარო ბაღის აღსაზრდელი. საზაფხულო ბაღში დარეგისტრირებულ ბავშვებს მხოლოდ მოცემულ პერიოდში ექნებათ მე-3 საჯარო ბაღში სიარულის შესაძლებლობა“, - იტყობინება ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის სააგენტო.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ხარისხის 8 მიმართულება

კურიკულუმის დაგეგმვის 6 წესი - „ეს უნდა გაუზიაროთ თანამშრომლებს და მშობლებს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი