ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის მიხედვით, საბავშვო ბაღმა უნდა განახორციელოს კურიკულუმი. ამ პროცესის გასავლელად, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია კურიკულუმის დაგეგმვა.
რა უნდა გაითვალისწინოთ კურიკულუმის დაგეგმვისას:
► პროგრამის განხორციელებისას დაწესებულება უნდა ხელმძღვანელობდეს წინასწარ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმით;
► დაწესებულების მიერ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმი ხელს უწყობდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილი შედეგების მიღწევას;
► კურიკულუმი უნდა ეფუძნებოდეს თამაშს და ითვალისწინებდეს ბავშვს, როგორც აქტიურ მონაწილეს საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში;
► კურიკულუმი უნდა ითვალისწინებდეს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას;
► კურიკულუმი უნდა ითვალისწინებდეს მრავალფეროვან, ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს;
► კურიკულუმი გაზიარებული უნდა იყოს დაწესებულების პერსონალთან და აღსაზრდელების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.
იხილეთ ასევე:
თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა ამოქმედდა - პროცესი 581-მა საბავშვო ბაღმა დაასრულა