სკოლამდელებისთვის 24 მილიონზე მეტი გამოიყო - „პატარებს უნდა ჰქონდეთ ენერგოეფექტური საბავშვო ბაღები“
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება.
როგორც ბათუმის მერია იტყობინება, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. დამონტაჟდა განათება, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საბაღე სკამები. სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 541 ათას ლარს შეადგენს.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმს მალე 22 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.