საგანმანათლებლო პერსონალმა თითოეული ბავშვისა და უფროსის მიმართ უნდა გამოამჟღავნოს პატივისცემა, - ამის შესახებ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებშია აღნიშნული.
სტანდარტის, - „საგანმანათლებლო პერსონალი არის პოზიტიური მაგალითის მიმცემი“, - ინდიკატორების მიხედვით, საგანმანათლებლო პერსონალმა მშვიდად, გაწონასწორებულად უნდა იურთიერთოს გარშემომყოფებთან.
მათ ასევე, უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები და ჯგუფის სისუფთავეს და თავად უნდა შეასრულოს ის მოთხოვნები, რომელსაც უწესებს თითოეულ ბავშვს.
საგანმანათლებლო პერსონალმა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთან ურთიერთობის, კომუნიკაციის სწორი მაგალითი უნდა მისცეს ბავშვებს. მაგალითად, სმენით სირთულეების მქონე ბავშვებთან ურთიერთობისას არ უნდა შეიტანოს შესწორებები ბავშვის მეტყველებაში და სწორი მაგალითები სხვადასხვა სიტუაციასა და კონტექსტში უნდა გაიმეორონ.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ხარისხის 8 მიმართულება
სკოლამდელი დაწესეულებების სტანდარტის სამი კომპონენტის შეფასების კითხვარი - შევსება სავალდებულოა