დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ხარისხის 8 მიმართულება
28.07.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო პროგრამის ხარისხის სტანდარტით გათვალიწინებული ნორმების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ დაწესებულებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდებას ან მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას.

პროგრამის ხარისხის სტანდარტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების - როგორც საჯარო, ისე  კერძო დაწესებულებებში, - ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა და  ხელშეწყობა მინიმალური პროგრამული მოთხოვნების განსაზღვრის გზით, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში.

პროგრამის ხარისხის სტანდარტი რვა მიმართულებად არის წარმოდგენილი. ესენია: 

  1. კეთილდღეობა - მოიცავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლითაც ხასიათდება კეთილდღეობა: თავდაჯერებულობა, ბედნიერების შეგრძნება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დოკუმენტის ამ ნაწილში მოცემულია ის შედეგები, რომელიც ეხება როგორც ბავშვის, ასევე, დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას;
  2. კურიკულუმი და მეთოდოლოგია - გულისხმობს იმ მეთოდურ საშუალებებს, რომლითაც ხდება ბავშვის მრავალმხრივი განვითარება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განვითარების სტანდარტების მიღწევის მიზნით;
  3. ფიზიკური გარემო - გულისხმობს ბავშვის განვითარების ხელშემწყობი ფიზიკური გარემოს მახასიათებლებს;
  4. ურთიერთობა - აღწერს თუ რა სახის ურთიერთობები არის მისაღწევი ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სივრცეში;
  5. საგანმანათლებლო პროცესი - მოიცავს ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის შემადგენელ კომპონენტებს და პროცესის ეფექტიანად წარმართვის მახასიათებლებს;
  6. ოჯახის და თემის მონაწილეობა - აღწერს იმ შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ოჯახის აქტიურ მონაწილეობას დაწესებულების ყოველდღიურ საქმიანობებში და უზრუნველყოფს პოზიტიურ ურთიერთკავშირებს ბაღსა და ბავშვის ოჯახს შორის;
  7. მრავალფეროვნება და ინკლუზია - მოიცავს მახასიათებლებს, რომლებიც უკავშირდება დაწესებულებაში მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის პატივისცემასა და თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობას მიუხედავად მისი საჭიროებისა, გენდერული, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა;
  8. მართვა და შეფასება - გულისხმობს ხარისხიანი პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს.

იხილეთ ასევე:

თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა ამოქმედდა - პროცესი 581-მა საბავშვო ბაღმა დაასრულა

ბაღის პერსონალმა საკუთარი თავი თავად უნდა შეაფასოს და განსაზღვროს პროფესიული განვითარების საჭიროებები - სტანდარტის მოთხოვნები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი