დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში შეტანილ რძის პროდუქტებში საშიში ბაქტერიები აღმოაჩინეს - იგივე კომპანია სხვა სკოლამდელ დაწესებულებებსაც ამარაგებს
28.07.2023

„ოქროსფერი სტაფილოკოკი, კოლოფორმები, ობი, – ეს ის ბაქტერიებია, რომლებიც იმ კომპანიის რძის პროდუქტებში აღმოჩნდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ამარაგებდა“, - აღნიშნულია ადგილობრივი მედიის, „მოზაიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, შპს „ამალთეა ჯგუფის“ მიერ წარმოებული პროდუქტი გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში შეამოაწმეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ რძის პროდუქტში, კერძოდ, ხაჭოში იყო ბაქტერიები: s.aureas (ოქროსფერი სტაფილოკოკი), ასევე კოლოფორმები, ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები. ერთ-ერთი ბაღიდან აღებულ ნიმუშში კი იპოვეს მეტალის ნივთი და ობი.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელმა აღზრდის სააგენტომ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და დააკისრა პირსამტეხლო ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 5%, რამაც 20 707 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულების გაწყვეტამდე „ამალთეა ჯგუფი“ გორის საბავშვო ბაღებს 4 თვის განმავლობაში ამარაგებდა. ამ დროის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მას 233 732 ლარი უკვე გადაუხადა, რაც ხელშეკრულების ღირებულების 56%-ია.

კომპანია „ამალთეა გრუპი“, გორის გარდა, ხაშურის საბავშვო ბაღებსაც ამარაგებდა, თუმცა ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებას კომპანიასთან პრეტენზიები არ ჰქონია და, შესაბამისად, პროდუქტის მიწოდების პერიოდში რაიმე დარღვევა არ გამოვლენილა.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებას, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს გასულ და მიმდინარე წელს, რომელთა საერთო ღირებულებამ 97 602 ლარი შეადგინა. ორივე ხელშეკრულება კომპანიას შესრულებული აქვს“...

სტაფილოკოკურ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების ანთება, მენინგიტი ანუ ტვინის გარსების ანთება, ენდოკარდიტი ანუ გულის შიგნითა გარსის ანთება. შესაძლოა, სტაფილოკოკურ ინფექციას მოჰყვეს ტოქსიკური შოკი და სეპტიცემია.

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირით გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა.

იხილეთ ასევე:

„ჩვენთან ისეთი რძის პროდუქტი არ არის, როგორიც სხვა ქვეყნებში და ამიტომ სჭირდება ყველა ბავშვს მედიკამენტი“

„კომპანიამ, რომელმაც საბავშვო ბაღებისთვის ტენდერი მოიგო, პროდუქტი შეცვალა“ - დარჩნენ თუ არა ბავშვები რძის პროდუქტების გარეშე

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი